შემადგენლობა:
მომზადება:
ზომიერად მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი და დასაწურად მოათავსეთ საწურზე. ღრმა ტაფაში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი სოკო, დაამატეთ ½ ჭიქა წყალი, დააფარეთ ხუფი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე ჩათუთქვამდე, შემდეგ ახადეთ ხუფი, მოუმატეთ ცეცხლს, წყალი ამოშრობას რომ დაწყებს, დაამატეთ ცხიმი, ტარხუნის დაჭრილი ფოთლები,პილპილი და ცოტა მარილი ( გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯი მარილწყალში უნდა მოიხარშოს), კარგად რომ მოიშუშება, გადმოდგით. ცივ სოკოს შეურიეთ ბრინჯი.
გააბრტყელეთ ცომი, შუა ნაწილში მოათავსეთ სოკოს გულსართი და ცომს მოუკარით პირი. გაააბრტყელეთ, მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ. გამომცხვარს ზედაპირზე წაუსვით მცენარეული ცხიმი.
მაკარონის სალათი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი