ბომბოლონი ლიმონის კრემით

მასალა:

ბომბოლონის ცომი:

კრემი:

მომზადების წესი:

ბომბოლონის ცომი:

ჯამში ერთმანეთს შევურიოთ 100 გრ ფქვილი, საფუარი, შაქრის ნახევარი და წყალი. შევურიოთ ყველა ეს ინგრედიენტი ერთგავროვანი მასის მიღებამდე. გადავაფაროთ პარკი და გავაჩეროთ თბილ ადგილას 1 საათით, სანამ არ აქაფდება. დავამატოთ რძე, კვერცხის გული, ვანილის პასტა და მარილი, მიქსერის საშუალებით დაბალ სიჩქარეზე შევურიოთ ყველაფერი. ნელ-ნელა დავამატოთ დარჩენილი ფქვილის ნაწილი, რამოდენიმე კოვზი ერთ ჯერზე. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ვზილოთ 4-5 წთ-ი, მანამ ცომი არ გახდება გლუვი. გადავაკრათ სამზარეულო ცელოფანი და გავაგრილოთ მთელი ღამე. გამოყენების წინ ცომი გადავზილოთ, გავაჩეროთ ცომი 15 წთ-ი, რომ შეთბეს. გავაბრტყელოთ ცომი 1.27 სმ-ის სისქეზე, დავჭრათ 4 სმ-ის დიამეტრის საჭრელით, ნარჩენები გადავზილოთ. გავაცხელოთ ზეთი ფრიტურში ან სქელ ძირიან ქვაბში 180 ℃-მდე. შევწვათ ფრიტურში, არ გადავავსოთ ქვაბი, გადავატრიალოთ თითოეული რამოდენიმეჯერ კარგად თანაბრად რომ დაიბრაწოს. შევაშროთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრი სანამ ამოვავსებთ ლიმნის კრემით.კრემი შევიყვანოთ საკონდიტრო შპრიცით.

კრემი:

ქვაბში მოვათავსოთ ლიმონის წვენი, კარაქი და ნაღები, საშუალო ცეცხლზე მივიყვანოთ წამოდუღებამდე. ამავდროულად ტემპერატურა გამძლე ჭურჭელში გავთქვიფოთ კვერცხი და კვერცხის გული, დავამატოთ შაქრი და კარგად გავთქვიფოთ. ლიმონის წვენი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა დავამატოთ კვერცხის მასას, რამოდენიმე კოვზი თითო ჯერზე, მანამ მთლიანად არ შეერევა. მიღებული მასა გადავიტანოთ ქვაბში და დავაბრუნოთ დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ვურიოთ რომ არ მიიკრას ძირზე. ჩეცხლზე გავჩეროთ 5-8 წთ-ი ან სანამ შესქელდება მასა. გადმოვდგათ ცეცხლიდან გადავიტანოთ სხვა ჯამში. დავამატოთ ლიმონის ცედრა, მარილი და კარგად გადავურიოთ. გამოყენებამდე კარგად გავაგრილოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ტორტი მადონა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი