ბლინები სოკოს გულსართით

მასალა: 

ბლინებისთვის :

გულსართი:

თეთრი სოუსი:

მომზადება:

ბლინები: თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და 4 სადილის კოვზი კარაქი ისე, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს. ათქვეფისას თან დაუმატეთ ცივი ან ოთახის ტემპერატურის რძე. უნდა მიიღოთ თხელი ცომი. ნელ ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა. ტაფის ზედაპირს წაუსვით ცოტა კარაქი. გააცხელეთ ცხიმი, მაგრამ ისე, რომ არ დაიწვას. ტაფაზე ჩამჩით დაასხით ცომი. ცეცხლს მოუმატეთ და ტაფა ატრიალეთ, რომ ცომმა ზედაპირი მთლიანად დაფაროს.

ბლინი იქამდე გამოაცხვეთ, სანამ იგი არ მოშორდება ტაფის ზედაპირს. შემდეგ ფრთხილად გადაატრიალეთ,

რომ მეორე მხრიდანაც გამოცხვეს. (იგივე გაიმეორეთ დანარჩენი ბლინების გამოცხობისას). გამომცხვარი ბლინები ერთმანეთზე გადააწყვეთ. ტაფას ცხიმი ყოველი ბლინის გამოცხობისას წაუსვით, რომ ცომი არ მიიკრას.

ბლინი ზედმეტად არ უნდა გამოცხვეს რადგან ამოშრება და მსხვრევადი გახდება. გაზქურის ცეცხლზე შეწვით ტკბილი წიწაკა, სანამ კანი არ გაუშავდება. შემდეგ გადააძრეთ კანი, თესლი გამოაცალეთ და წვრილად დაჭერით. სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად.

გულსართი: 2 საშუალოზომის ხახვი გაფრცქვენით და გახეხეთ. გაფრცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით ნიორი. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი შებრაზეთ პამიდორი. შემდეგ კანი გააცალეთ, თესლები მოაცილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ ჯაჭრილი ხახვი, ნიორი და რამოდენიმე წუთი შუშეთ. ჩაუმატეთ პამიდორი, წიწაკა და სოკო. ნელ ცეცხლზე 1/2 საათი შუშეთ. შიგადაშიგ ურიეთ და სანამ ცეცხლიდან გადმოდგამთ მარილი და პილპილი მოაყარეთ. დაჭრილი ქინჩი დაუმატეთ და გამორთეთ ცეცხლი.

თეთრი სოუსი: ქვაბში გაადნეთ 300 გრ  კარაქი და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი და ნიორი. ეცადეთ შეზითლებამდე არ მიიყვანოთ. დაუმატეთ 300 გრ ფქვილი, ნელ ნელა ურიეთ, რომ ინგრედიენტებს კარგად შეერიოს და ოდნავ დაიფაროს. გაათბეთ 70 მლ რძე (არ უნდა წამოდუღდეს) და ნელ-ნელა დაუმატეთ მოშუშულ ინგრედიენტებს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ნაღები, თეთრი მშრალი ღვინო დაჭრილი ბეგქონდარა, გახეხილი მუსკატის კაკალი და მარილი. დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში მოშუშეთ, ურიეთ რომ ძირზე არ მიიწვას. სოუსი სქელი უნდა გამოვიდეს.

და ბოლოს : თითოეული ბლინის შუაგულში მოათავსეთ რამდენიმე კოვზი სოკოს გულსართი, შემდეგ ორჯერ გადაკეცეთ, რომ სამკუთხედის ფორმა მიიღოს. საცხობ ფორმას მოასხით 1 სადილის კოვზი თეთრი სოუსი და ზედ ბლინები თანაბრად გადაანაწილეთ. დარჩენილი სოუსი ბლინებს მოასხით, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

მზა საკვები ცხელი მიიტანეთ სუფრასთან .

 

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ნანიკო says:

    რა უბედურებაა ამდენი კვერცხი??? 1 ლიტრ რძეზე ან წყალზე მე 3 კვერცხს ვუშვები და იდეალური გამოდის, 10 კვერცხით კიდევ გადასარევ ტორტის ბისკვიტს გამოვაცხობ და ცალკე ნამცხვარიც იქნება :))))

დატოვეთ კომენტარი