აჩმა

მომზადება:

მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ბევრი წყალი, ჩაყარეთ შიგ ცოტა მარილი და აადუღეთ.

300 გრ წყალში ათქვიფეთ 4 ც კვერცხი, დაუმატეთ მარილი, შეაზილეთ იმდენი ფქვილი,რომ მიიღოთ ზომიერი

ცომი. გაყავით ცომი 10 ნაწილად, გააბრტყელეთ აჩმას ყალიბის ზომაზე.

თითოეული ცალ-ცალკე ჩადეთ მდუღარე წყალში, როცა ფერს შეიცვლის  ამოიღეთ ქაფქირით

და გადაიტანეთ ცივ წყალში, გაწურეთ და დააფინეთ

ყალიბზე, მოასხით გამდნარი კარაქი, კარაქი მოასხით ყველა ფენაზე.

ყოველი 3 ფენის შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზედა ფენას უნდა იყოს ყველაზე დიდი , რადგან

ის ოთხივე მხარეს უნდა შემოიკეცოს. გააჩერეთ 15 წთ.

დაჭერით ოთკუთხა ნაჭრებად და შედგით ღუმელში საშუალო ცეცხლზე. სულ საჭიროა 1.5 კგ ყველი და

500 გრ კარაქი.

აჩმა

4.3 (86%) 10 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი