შემადგენლობა:
მომზადება:
ლიმონი კარგად გარეცხეთ, გამშრალეთ, კანი გახეხეთ და დორებით დადეთ. განიერ თასში გაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, საჭმელი სოდა და საფუარი. მეორე მინის თასში ჩადეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და კარგად ათქვიფეთ,სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.მომზადებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. დაუმატეთ ვანილის ესენცია, კონიაკი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გაცრილ ფქვილს შეურიეთ და ხის კოვზით კარგად მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან , რბილ ცომს არ მიიღებთ. მაგიდაზე მოაყარეთ სახამებელი, ცომი ზედ გადაიღეთ და ხელით გადაზილეთ. თუ ხელზე მიგეკრათ, ცოტა სახამებელი კიდევ დაუმატეთ. ცომი რბილი უნდა იყოს. სახამებელი ცომის საგლინველსაც მოაყარეთ და რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ცომი გააბრტეყელეთ. გაბრტყელებული ცომი ½ სისქის უნდა იყოს. მისგან მრგვალი , დაახლოებით 7 სმ დიამეტრის ( ან სურვილისამებრ) წრეები გამოჭერით. ფრთხილად გადაიტანეთ კარაქწასმულ ფურცელზე. ცომის ნარჩენები ხელახლა მოზილეთ და დაჭერით. წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით, სანამ არ გამოშრება. გამომცხვარი ფირფიტები ძალიან ფაქიზია და ამიტომ ფრთხილად გადმოიღეთ. სათითაოდ გადმოიღეთ და მაგიდაზე ან სწორ ზედაპირზე ცალ-ცალკე დაალაგეთ. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაცივებულ ფირფიტას წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე და ზემოდან მეორე ფირფიტა დაადეთ. მომზადებულ ალფახორებს ხელით ნაზად დააწექით და გამოსული კრემი გვერდებზე კარგად გაანაწილეთ. ლანგარზე ან თეფშზე დააყარეთ ქოქოსის ფანტელი. ალფახორები ვერტიკალურად დაიჭირეთ და ფრთხილად ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.
ვაშლის რულეტი ქიშმიშით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი