კიევური ტორტი

მასალა:

ცომისთვის:

ბეზესთვის:

კრემისთვის:

მომზადება:

ბეზე :
ჯამი, რომელშიც გავაკეთებთ ბეზეს უნდა იყოს მშრალი და არ უნდა იყოს ცხიმიანი!
ჩავასხათ ცილები ჯამში. დავიწყოთ თქვეფა მიქსერით თანდათან ვუმატოთ სიჩქარეს, სანამ არ მივიღებთ მყარ მასას. შაქარს ვამატებთ თანდათან, და ვთქვეფავთ სანამ არ გადნება ბოლომდე, მერე ისევ ვამატებთ შაქარს და ისევ ვთქვეფავთ გადნობამდე, ასე ვიქცევით სანამ მთელ შაქარს არ შევათქვეფავთ ბეზეს. ამ დროს მიქსერი უნდა ვამუშაოთ მაქსიმალურ სიჩქარეზე. ამავდროულად ღუმელში გამოვაშროთ ნიგოზი, დროდადრო შევიხედოთ და მოვურიოთ რომ თანაბრად გამოშრეს. დავჭრათ დანით და შევურიოთ კრახმალი. ათქვეფილი ცილა ნაზად და ფრთხილად შევურიოთ ნიგოზიან მასას. გადავაფაროთ საცხობი ქაღალდი ფორმას. დავასხათ ზედ მასა და გავათანაბროთ. გავახუროთ ღუმელი 80-100 გრადუსამდე. ვაცხოთ ცილა 2-3 საათის მანძილზე, შევამოწმოთ ხის ჩხირით, თუ ჩხირი ამოვა მშრალი ე.ი ბეზე მზად არის. კარგად გამომცხვარ ბეზეს ქაღალდი სძვრება ადვილად.

ცომი :
სასურველია გამოვაცხოთ მართკუთხა ფორმაში, რომ ცომი იყოს თხელი. ცივი კარაქი ავურიოთ ფქვილს და გამაფხვიერებელს. კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან და არაყთან ერთად. შევურიოთ ფქვილი კვერცხის გულიან მასას და არაჟანს. მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს ელასტიური, რბილი და ადვილად უნდა გაბრტყელდეს. თუ ცომი გამოვიდა მკვრივი, დაამატეთ ცოტა არაჟანი. ცომი გაყავით ორ ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომი თხლად, გადავახვიოთ გასაბრტყელებელზე თავიდან ბოლომდე და ასე გადავიტანოთ საცხობ ქაღალდ გადაფარებულ ფორმაზე, გავშალოთ ზედ და გავასწოროთ ხელებით და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 7-10 წუთით. თუ გსურთ რომ ფირფიტების კიდეები იყოს სწორი გაუსწორეთ სანამ არის ცხელი.  ფრთხილად გადაიტანეთ ფორმიდან პოდნოსზე რადგან ფირფიტები ძალიან ნაზი და მსხვრევადია.

კრემი :
300მლ რძე დავდგათ გაზზე და ავადუღოთ. 300მლ რძე ავთქვიფოთ კვერცხის გულებთან ერთად, შემდეგ შევურიოთ ფქვილი და კრახმალი და შევურიოთ ადუღებულ რძეს. დაბალ ცეცხლზე დავდგათ კრემი და გამუდმებით ვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე. მზა კრემი ხდება ერთგვაროვანი და პრიალა. მზა კრემი გადმოვიღოთ ცეცხლიდან დავამატოთ თეთრი შოკოლადი(თუ არ გაქვთ არაა აუცილებელი), ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე, თან გამუდმებით ვურიოთ. ავთქვიფოთ რბილი ნაღების კარაქი შაქრის პუდრთან ერთად ჰაეროვანი მასის მიღებამდე, სურვილისამებრ დავამატოთ 1 ს/კ რომი. უკვე გაციებული(ოთახის ტემპერატურაზე) კრემი შევათქვიფოთ კარაქიან მასას. ავთქვიფოთ მიქსერით 1-3 წუთის მანძილზე. კრემი უნდა გამოვიდეს მყარი და ჰაეროვანი.

ტორტის აწყობა:

ფირფიტას წავუსვათ კრემი, ზედ დავადოთ ბეზე, ბეზეს წავუსვათ კრემი და დავადოთ ზედ მეორე ფირფიტა. ტორტის გვერდებს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ბეზეს ნამსხვრევები და ნუშის ფანტელი.

კიევური ტორტი

4 (80%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მოხარშული კრემი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. სახელი*მარიკო says:

    Vვაკეთებ და ჯერ არ ვიცი რა გამოვა

დატოვეთ კომენტარი