წითელი პომიდვრის მწნილი

მომზადება:

გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი წითელი პომიდვრები ხის ჩხირით დავჩხვლიტოთ. მინის ქილაში ძირში

ჩავაწყოთ ფენებად პომიდორი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი,

ბულგარული წიწაკა, კამა, გავიმეოროთ ასე ჩაწყობა, სანამ ქილა არ შეივსება.

წინასწარ მოვადუღოთ 1 ლიტრ წყალზე 2 ს.კ მარილი,ერთი ჩ.კ შაქრის ფხვნილი, 3 ს.კძმარი,

მოდუღებული მარილწყალი ცხელივე დავასხათ პომიდვრებს. მოვხუფოთ თუნუქის სახურავით და

შევინახოთ გრილ ადგილას.

წითელი პომიდვრის მწნილი
3.25 (65%) 8 votes



წაიკითხეთ სხვაც

თაფლის ჩხირები



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი