ჩაბელა

შემადგენლობა:

ბისკვიტისთვის:

ჯემისთვის:

მინანქარისთვის:

მომზადება:

ბისკვიტი: გახეხეთ 1 ცალი ლიმონი (მხოლოდ ყვითელი კანი, რადგან თეთრი ძალიან მწარეა) . 3 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ (გადაინახეთ გული, ცილა არ დაგჭირდებათ). ცალკე თასში გატეხეთ 1 ცალი კვერცხი და დაუმატეთ გადანახული 3 კვერცხის გული, 150 გრ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ დაუმატეთ კიდევ 2 კვერცხი და განაგრძეთ თქვეფა. ეს ფროცესი გაიმეორეთ მანამ, სანამ 8 კვერცხს ბოლომდე არ გამოიყენებთ.  ბოლაოს კი გახეხილი ლიმონის ცედრაც ჩაყარეთ. საკონდიტრო ფქვილი 2-3 ჯერ გაცერით. ათქვეფილ მასას დაუმატეთ და ხის კოვზით ფრთხილად ურიეთ. ბისკვიტის ფორმას ფუნჯით მოუსვით გამდნარი კარაქი და 1 სადილის კოვზი ფქვილი მოაყარეთ. ჩაასხით მომზადებული ცომი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. შედგით ბისკვიტი და 20-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ცხვობისას ცომი გასინჯეთ ხის ჩხირით (ჩარჭობის შემდეგ თუ ჩხირი მშრალია ესეიგი გამოცხვა). მზა ბისკვიტი გამოიღეთ ღუმელიდან და აცადეთ შეგრილდეს.

ჯემი: გარგარი ან ატამი გაფცქვენით და გამოაცალეთ კურკა. დაჭერით, დაასხით 1/2 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. იქადე ადუღეთ, სანამ ხილი კარგად არ ჩაიშლება. შემდეგ გადადგით ცეცხლიდან და წვრილ საწურში ან საცერში გახეხეთ. ხილფაფა ისევ ქვაბში მოათავსეთ და დაუმატეთ 150 გრ შაქარი და ხელმეორედ შემოდგით დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ, რომ ჯემი მიიღოთ. შემდეგ გადადგით და აცადეთ გაცივდება. გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან გადმოიღეთ და ორ ნაწილად გაყავით. ქვედა ფენას გაჭრილ ადგილას წაუსვით ჯემი და ზემოდან მეორე ფენა დაადეთ.

მინანქარიქვაბში წამოადუღეთ 400 გრ შაქარი და 150მლ წყალი. განუწყვეტლივ ურიეთ. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩააწურეთ ლიმონის წვენი.  ხარშეთ სანამ კარგ სიროფს არ მიიღებთ. გადმოდგით ცხელიდან და როცა გაგრილდება, გათეთრებამდე ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე, 4 წვეთი საკონდიტრო საღებავი და ისევ მოურიეთ. (თუ გამაგრდა, მაშინ რამდენიმე წუთით ისევ ცეცხლზე მოათავსეთ  ისევ რომ გადნეს). მიღებული მინანქარი ბისკვიტს ზემოდან მოასხით. ხის ბრტყელი კოვზით თანაბრად გადაანაწილეთ, აცადეთ შეგრილება და სუფრაზე ისე მიიტანეთ.

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი