მარილში გამომცხვარი ქათამი

ინგრედიენტები ( 4 ულუფა) :

ქათმის მომზაების ეს წესი არატრადიციულია თუმცა ძალიან პრაქტიკული. ხორცის დამარილება არ არის საჭირო და არც მისი დაწვის საშიშროება არსებობს. ამ კერძს მრავალი სოუსი შეიძლება გაუკეთოთ გარნირად, ან საგაზაფხულო სალათები.
მომზადების წესი:

გასუფთავებული ქათამი გარეცხეთ, ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ და ახალდაფქული პილპილი ჩააყარეთ. სალბი, ოხრახუში, ქონდარი და როზმარინი ერთ კონად შეკარით, გაჭყლეტილ ნიორთან და გაფრცქვნილ, მთლიან ხახვთან ერთად ჩაუდეთ მუცელში. ქათმის ფეხები და ფრთები სამზარეულოს ძაფით დაამაგრეთ. ღია ადგილები ამოკერეთ, რომ მარილმა არ შეაღწიოს.
3 კგ მსხვილი მარილი და კვერცხის ცილა მოათავსეთ თავსში. ნელ-ნელა დაუმატეთ ცივი წყალი და სქელი მასის მიღებამდე ურიეთ.
აიღეთ ისეთი ქვაბი, რომელიც ღუმელში ღუმელში შესადგმელად გამოდგება. ქვაბში მომზადებული მარილის მასის 2/3 ისე მოათავსეთ, რომ ძირზე და გვერდებზე დაახლოებით 2 სმ სისქის ფენა მიიღოთ. დარჩენილი მარილი ზევიდან მოაყარეთ ქათამს, ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ და დაფაროთ ქათამი თხელი ფენით. ზევიდან კი ლიმნის წვენი მოასხურეთ, ისე რომ მარილი არ დაიშალოს. ქათამი შედგით გაცხელებულ ღუმელში და დაახლოებით ¼ ან ½ საათი აცხვეთ ( ეს დამოკიდებულია ქათმის ზომაზე). მარილი გამაგრდება, შიგ მოთავსებული ხორცი კი გამოცხვება. მომზადებული ქათამი გამოიღეთ ღუმელიდან და მარილი მოაშორეთ. ქათამი მზადაა!

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი