იტალიური პასკა

Italiuri Paska

მასალა:

 მომზადება:

ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 3 ს/კ შაქარი. გავაჩეროთ სანამ არ მოიყენებს თავს.დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ნელნელა შევურიოთ ფქვილი და თან ვურიოთ. ცომი ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება. სუფთა მაგიდაზე დავყაროთ 200 გრ ფქვილი, დავდოთ ცომი და შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი. გავყოთ ცომი ფორმების მიხედვით (თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შესაძლებელია ქვაბში ჩააფინოთ ფოლგა და ისე გამოაცხოთ). თითოეულ ფორმაში ჩავდოთ ცომი ისე, რომ შუაზე ოდნავ მეტად შეავსოს. ამის შემდეგ ისევ ვდგამთ თბილ ადგილას და ველოდებით ცომის ამოსვლას. ამის შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. იმისათვის რომ ძირი არ მიიწვას შეიძლება ღუმელის ფსკერზე დავდგათ ჭურჭელი წყლით. მზა პასკა შეიძლება მოვრთოთ შაქრის პუდრით, გახეხილი ქოქოსით, თხილით და ა.შ.

წაიკითხეთ სხვაც

''pechenia'' ‘’პეჩენია’’

ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი



მოგვიწონეთ Facebook-ზე ბევრი გემრიელი რეცეპტის მისაღებად!
აღარ მაჩვენო ეს ფანჯარა - უკვე მოვიწონე თქვენი გვერდი!