ისპანახი კვერცხით

ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ..! 

მომზადება:

1 კგ ისპანახი გარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ მარილითა და სოდით გაზავებულ მდუღარე წყალში, რომ მწვანედ მოიხარშოს, რომ მოიხარშება დაყარეთ საწურზე, გაწურეთ, დაკეპეთ დანით.

წვრილად დაჭერით 60 გრ ხახვი დამოშუშეთ 60 გრ კარაქთან ერთად ქვაბში. ჩაუშვით ისპანახი და მოურიეთ. იშუშოს 15 წთ.

შემდეგ შეაზავეთ დაჭრილი ქინძით, პიტნით, კამით, ოხრახუშით.

დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოათავსეთ ტაფაში და ზემოდან დაასხით დაკეპილი 50 გრ მწვანილითა და 50 გრ რძით შეზავებული, ათქვეფილი 2ც კვერცხი და 60 გრ გამდნარი კარაქი.

შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად იქნება სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათამი სუნელებით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი