ბულგარული წიწაკის ასორტი ზეთში

შემადგენლობა:

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე, შიგ შეაწყვეთ ბულგარული წიწაკები 20–30 წუთით და ოდნავ შებრაწეთ. კანი უნდა ამოიბურცოს და ალაგ–ალაგ დასკდეს. ცხელ–ცხელი წიწაკა მაშინვე ვაკუუმ–პაკეტებში გადაიტანეთ,კარგად მოუკარით თავი და ასე გააცივეთ.

წიწაკები დაჭერით შუაზე და ამოაცალეთ თესლები. შემდეგ მოაშორეთ კანი და ძირიანად მოაჭერით ყუნწი. გამზადებული რბილობი სიგრზეზე დიდ ნაჭრებად დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ ორეგანო, მარილი და შავი პილპილი. ზეთი და ძმარი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ქვაბში მოთავსებული ინგრედიენტებს და კარგად მოურიეთ.

ბულგარული წიწაკა ჩააწყვეთ სტერილურ ქილებში და მოსხით ქვაბში დარჩენილი წვენი. დაასხით იმდენი ზეთი,რომ ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს. ქილებს მოარგეთ ხუფი,დააკარით ეტიკეტი და შედგით მაცივარში. თუ საჭიროა, გახსნილ ქილას დაუმატეთ ზეთი,რათა ბოსტნეულის ზედაპირი ყოველთვის დაფარული იყოს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნიგვზიანი ლობიო



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი