მასალა:
მომზადება :
აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი და მარილი, დაუმატეთ მარგარინი და აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ერთი კვერცხი და მოურიეთ. დაასხით კეფირი , კიდევ მოურიეთ. მოზილეთ ცომი , ჩადეთ პარკში და შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი.
დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ცომი და გააპრტყელეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, ისე რომ ცომი იყოს თხელი. დაჭერით ცომი მართკუთხედებად. ყოველ ნაჭერზე დაადეთ ცოტა ჯემი შუაგულში.(რომ არ გადმოვიდეს ისე) . გატეხეთ კიდე ერთი კვერცხი, ათქვიფეთ და წაუსვით ცომის ნაჭერს გარშემო. ამის შემდგომ დაადეთ ჯემიან ცომის ნაჭერს პროპორციული ნაჭერი ზემოდან და ოდნავ დააწექით. ოთხივე გვერდი დაუსერეთ ჭანგლით (ნაოჭებივით) . ჯამში წამოადუღეთ ზეთი და ფრთხილად ამოავლეთ მიღებული ნაჭრები და აცადეთ მოიხრაკოს ყველა მხრიდან (ნახევარი წუთით) . შეფერადებული ღვეზელი ამოიღეთ და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე. აცადეთ, რომ გაგრილდეს და შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
კექსი შოკოლადით |
ამდენი მარილი ჭირდება,თუ შეცდომით წერია? 1/4 ბევრი არაა?
მადლობა ნანა, შევასწორეთ..