უგემრიელესი ხილის სალათა თქვენთვის!
ინგრედიენტები:
გარგარის ჩირი – 200 გ.
შავი ქლიავის ჩირი – 200 გ.
ლიმონი – 2 ც.
ვაშლი – 3 ც.
შაქრის ფხვნილი – 2 ს.კ.
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) – 1/6 ჩ.კ.
ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო – 1/2 ჩ.ჭ.
სქელი ნაღები – 4 ს.კ.
ნიგოზი გემოვნებით
მომზადების წესი:
გარგარისა და შავი ქლიავის ჩირი დაალბეთ ცხელ წყალში. გადაწურეთ და დაჭერით გრძლად. ლიმონს გადაავლეთ მდუღარე წყალი და დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად. გრძლად დაჭერით ვაშლიც. დაჭრილი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ შაქარი, ჯანჯაფილი და ღვინო, კარგად აურიეთ და მოათავსეთ სასალათეზე. მორთეთ ათქვეფილი ნაღებით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ვაშლი ნიგვზით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი