ხილის გაყინვა

გაყინვა ხილის შენახვის ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხია, რომლის დროსაც შესაძლებელია მისი

არომატისა და სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნება. ხილის გაყინვა უმჯობესია

შაქართან ერთად, რაც გალღობის შემდეგ ხილის სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს ზოგი სახეობის

ხილი შესაძლოა მთელ-მთელი შეინახოთ, ზოგი კი წინასწარ დაამუშოთ.

მწიფე  ხილი პირველად გაშლილი უნდა გაყინოთ, რითაც მათ შეწებებას ააცილებთ თავიდან. მოათავსეთ

ხილის ერთი ფენა ლანგარზე, ამოავლეთ შაქრის პუდრაში და შედგით საყინულეში.

ხილი სავარაუდოდ ერთ საათში გაიყინება, კარგად გაყინული ხილი ლანგრიდან ვაკუუმ-პაკეტებში

გადაიტანეთ, რომლებიც სასურველია, მცირე ზომის იყოს, რათა შეძლოთ ხილის პატარა ულუფებად

გადნობა.

ყოველ პაკეტზე დაიტანეთ ვარგისიანობის ვადა. გაყინული ხილი გრკვეული დროის შემდეგ გაფუჭებას

იწყებს. გაყინვისას ხილი შედარებით რბილი ხდება, მაგრამ სრულფასოვან გემოს მაინც ინარჩუნებს.

ხილის გაყინვა

3.8 (76%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კაკაოს მუსი ავოკადოთი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი