ხახვის წვნიანი ფრანგულად

მასალა:

მომზადების წესი:

დიდ ქვაბში, სქელი ძირით გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და ვთუშოთ ხახვი. დაახლოებით ნახევარი საათი, მანამ სანამ არ შეყავისფრდება. მზადების დაწყებიდან 10 წთ–ში ხახვს დავაყაროთ შაქარი, კარამელიზირებისთვის. შეყავისფრებულ ხახვს დავამატოთ ნიორი. დავამატოთ წითელი მშრალი ღვინო, თეთრი მშრალი ღვინო , ტიმიანი და დაფნის ფოთოლი. ამავდროულად დავამატოთ საქონლის ბულიონი. დავაფაროთ თავსახური ქვაბს და ვადუღოთ ნახევარი საათი. შევაზავოთ პილპილით და მარილით, დაფნის ფოთოლი ამოვიღოთ. წვნიანი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამებში, დავადოტ ზემოდან გახუხული ფრანგული პური. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში შევდგათ 10 წთ–ით, ან სანამ ყველი გადნება და ბუშტების ამოშვებას დაიწყებს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შემწვარი ქათამი ქლიავით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი