შემადგენლობა:
მომზადება:
სტაფილო გავფცქვნათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ხახვი, კომბოსტო და წიწაკა გავასუფთავოთ და გრძელ ზოლებად დავჭრათ. ღრმა ტაფაში დავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ბოსტნეული. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ვშუშოთ, თან ვურიოთ. ბოლოს მოვასხათ სოიის სოუსი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. სოიის სოუსი მლაშეა და ამიტომ მარილი ზომაზე მეტი არ მოვურთოთ. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, ავურიოთ და მივიტანოთ სუფრაზე.
მაკარონის სალათი ქათმით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი