ჩებურეკი

მასალა:

მომზადება:

ავადუღოთ 300 მლ წყალი, დავამატოთ 40 მლ ზეთი და მარილი. მანდვე დავამატოთ 120 გრ ფქვილი და კარგად ვურიოთ. გავაციოთ. დავამატოთ 1 კვერცხი და 20 მლ არაყი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ნელ-ნელა დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და თან ვზილოთ. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური და არ უნდა გვეწეპებოდეს ხელებზე. ამიტომ შეიძლება ფქვილის მომატება. როცა ცომს მოვზილავთ, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 1 საათი. ნახევარ საათში ისევ მოვზილოთ.

ხორცი გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში. ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ხახვი დავამატოთ ხორცის ფარშში, მანდვე დავამატოთ მწვანილები. ფარშში დავამატოთ 150 მლ ძროხის ბულიონი და მაწონი. კარგად ავურიოთ. მოზელილი ცომი დავჭრათ რგოლებად (დაახლოებით პინ-პონგის ბურთის ზომა). გავაბრტყელოთ ცომის ბურთულა 2 მმ სისქეზე. გაბრტყელებული ცომის ნახევარ ნაწილს წავუსვათ წყალი თითით ან ფუნჯით. სადაც წავუსვით წყალი იქ დავდოთ 1 ს/კ გულსართი, გავანაწილოთ ცომზე. დავაფაროთ ცომის მეორე მხარე და შევკრათ. ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და ჩავდოთ ”ჩებურეკი”. შევბრაწოთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.

ჩებურეკი

5 (100%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კვერცხის კატლეტები





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. ტამო says:

    მაგარია

  2. ნათელა says:

    ძალიან კარგ ჩიბურეკს აკეთებთ

დატოვეთ კომენტარი