უგემრიელესი წვნიანი..!
მომზადება:
დაჭერით 1 კგ ბატკნის ხორცი საშუაო ზომის ნაჭრებად, გარეცხეთ, გაწურეთ. მოათავსეთ ქვაბში,
დაუმატეთ 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაშუშეთ წყლის ამოშრობამდე, შემდეგ
ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი 200-200 გრ ახალი ხახვი და ტარხუნა, 50-50 გრ ქინძი, ოხრახუში,
რეჰანი, ნიახური, კამა, პიტნა, 4 კბილი დანაყილი ნიორი, 1 ჩ.ჭ ტყემალი, 2 ჩ.ჭ თეთრი ღვინო,
წიწაკა და მარილი გემოვნებით. დაასხით იმდენი წყალი, რომ შემოადგეს. ხორცი რომ კარგად
მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან.
სოკოს სუპი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი