მომზადება:
1 ქილა მაწონი, 50 გრ შერბილებული მარგარინი, 2 ც კვერცხი, 1 ჩ.კ სოდა, დანის წვერით მარილი, კარგად
აურიეთ და შეაზილეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ, ერთი ნაწილი დააფინეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე. ზედ
მოაფინეთ ყველის ფარში და დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შემოუკეცეთ გვერდები. გადაუსვით 1 ს.კ
არაჟანში ათქვეფილი 1 ც კვერცხის გული. ალაგ -ალაგ ჩაჩხვრილეთ ჩანგლით. გამოაცხვეთ ღუმელში
საშუალო ტემპერატურაზე.
ყველის ფარში :
გახეხეთ 600 გრ ყველი, შეურიეთ 50 გრ კარაქი.
ღვეზელი ნუთელას შიგთავსით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი