აქციეთ ჩვეულებრივი საჭმელი, უგემრიელეს კერძად!
ინგრედიენტები:
ქათმის ბარკალი – 4 ც.
ნიორი – 2 კბილი
ტყემალი – 2 ს.კ.
მაიონეზი – 2 ს.კ.
ზეთი – 2 ს.კ.
დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ბარკლებს ფრთხილად მოაცალეთ კანი, ისე, რომ არ დააზიანოთ. ხორცს გამოაცალეთ ძვლები და რბილობი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი. კანი ამოავსეთ მიღებული მასით, წაუსვით ტყემლისა და მაიონეზის ნარევი და შედგით ღუმელში 240 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. მიირთვით მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.
ლობიო ტომატით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი