მომზადება:
10 კვერცხის ცილა და 2 ჩ.ჭ შაქარი ავთქვიოთ კარგად. დავუმატოთ 2 ჩ.ჭ მოხალული დაჭრილი ნიგოზი, ვანილი. მივიღებთ სქელ ბეზეს. 4ს.კ ბეზესგან გავაკეთოთ ყვავილები, დანარჩენი ბეზე გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ერთნაირ ტაფაზე, რომელზეც დაფენილი იქნება ფოლგას ცხიმწასმული ქაღალდი. ბეზეს ყვავილები და ეს 2 ტაფა შევდგათ აირღუმელშო და ვაცხოთ 2.5-3 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გამოცხობის შემდეგ გავაციოთ და ერთმანეთს დავაწებოთ კრემით. ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გამომცხვარი ბეზეს ნაფშხვენები, გავაფორმოთ ბეზეს ყვავილებით.
კრემის მომზადება:
2 ქილა შედედებული რძე ვხარშოთ 3საათის განმავლობაში. ცალკე ავთქვფიოთ 300 გრ კარაქი და შევათქვფიოთ მოხარშული შედედებული რძე. დავუმატოთ 3 ს.კ კონიაკი, 2ს.კ ხსნადი ყავა.
ნამცხვარი ''პოლ რობსონი'' |
shededebuli rze raariis moxarshuli sgushonii?
დიახ, სგუშონია:)))
ბეზე როგორ ფორმაში ცხვება? ჩვეულებრივ გაზქურის ტაფაზე თუ ტორტის მრგვალ ფორმაში?
ჩვეულებრივი ღუმელის ტაფაზეც შეგიძლიათ და მრგვალ ფორმაშიც, მნიშვნელობა არ აქვს
გაიხარეთ გმადლობთ