შემადგენლობა:
მომზადება:
4 კვერცხის გული გავთქვიფოთ ერთ ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად.დავამატოთ დარბილებული 200 გრ კარაქი ან მარგარინი. 2-3 ს.კ არაჟანი ან მაწონი,სოდა-გახსნილი ძმარში, 3ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 3 თანაბარ და ერთ პატარა ნაწილად, გამოვაცხოთ ფირფიტები აირღუმელში მრგვალ ფორმაში.როცა გაცივდება, ფირფიტებს შორის წავუსვათ ვაშლის გულსართი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ვაშლი გავფცქვნათ,გავხეხოთ წმინდა სახეხზე, დავაყაროთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, სანამ თეთრ, მაგარ ქაფს არ მივიღებთ. თანდათან შევათქვიფოთ ვაშლის პიურე. მიღებული მასა წავსუვათ ფირფიტებს, ერთმანეთზე დავალაგოთ,ბოლო ფირფიტას წავუსვათ ვაშლი და მოვაყაროთ პატარა ფირფიტის ნაფხვენი.
''შუ'' |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი