მოამზადეთ უგემრიელესი ტოლმა..!
მომზადება:
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 500 გრ ხორცი, 4 კბილი ნიორი, თავი ხახვი, ქინძი, წიწაკა, ოხრახუში.
დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი, 1/2 ჭიქა მოუხარშავი ბრინჯი, 1 ც კვერცხი.
დაყავით გუნდებად, სათითაოდ გაახვიეთ კომბოსტოს მოწალულ ფოთლებში. შეწვით ტაფაზე ოდნავ,
შეწითლებამდე.
ქვაბში მოშუშეთ 2 ს.კ კარაქში 2 თავი ხახვი, 2 ს.კ ტომატი, ან 500 გრ კანგაცლილი პამიდორი. ჩააწყვეთ
ტოლმა. დაასხით წყალი მდუღარე, დუამატეთ დაფნა და გემოვნებით მარილი, შედგით ღუმელში
( შეიძლება დადგათ ცეცხლზეც) თვდაუხურავი. რომ გადმოდგამთ მოაყარეთ ოხრახუში.
თეფშზე დაუმატეთ არაჟანი. ტოლმის მომზადებისას კომბოსტოსთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ
ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და მწიფე პამიდორი.
მწვანე ლობიოს ფრი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი