სევიჩე

მასალა:

მომზადება:

თევზის ფილე დაერით 2 სმ კუბიკებად , თასში გამოწურეთ ლიმონი და დროებით გადადგით, თევზის ფილეს დაასხით ლიმონის წვენი, წვენმა თევზი უნდა დაფაროს და შედგით რამოდენიმე საათით მაცივარში, როცა თევზის ფილე კარგად გაიჟღინთება წვენში, თასიდან ამოიღეთ და გადაიტანეთ თეფშზე. ლიმონის წვენის ნახევარი შეინახეთ და დანარჩენი გადაღვარეთ.

პომიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და გამოაცალეთ გულსართი. დაჭერით პატარა კუბიკებად. მწვანე ხახვს ფოჩენი მოაცილეთ და წვრილად დაჭერით. გასქურაზე შეწვით წითელი ჩილი, კანი გადააცალეთ და წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჩერით ნედლი ქინძი. ცალკე გადანახულ ლიმონის წვენს დაუმატეთ პამიდორი, ცხარე ჩილი და ხახვი. ცოტაოდენი მწვანე ხახვი და ქინძი კერძის გასაფორმებლად გადაინახეთ. სოუსი თქვენი გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. საწებელს ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით და ხელის სათქვეფელათი ათქვიფეთ.

საწებელი დამარინადებულ თევზს მოასხით 2 საათით მოათავსეთ მაცივარში. სევიჩე სუფრაზე მიტანამდე 15 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. თეფშებზე გადაანაწილეთ, ცოტაოდენი დაჭრილი ქინძითა და მწვანე ხახვით გააფორმეთ.

სევიჩე

3 (60%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სოუსი კვერცხით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი