შემადგენლობა:
მომზადება:
მდუღარე წყალში ჩავდოთ კარაქი, ჩავასხათ რომი, ჩავყაროთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოვაყაროთ ფქვილი და კარგად მოვზილოთ ( ცომი ხელებზე არ უნდა გვეკრობოდეს). გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული ნახევარ სანტიმეტრზე გავაბრტყელოთ. წავუსვათ მარგარინი, დავკეცოთ ოთხად და მოვათავსოთ მაცივარში 20 წუთით. პროცესი გავიმეოროთ სამჯერ, მეოთხედ როცა გავაბრტყელოთ, მოვათვსოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ ღუმელში.
კრემის მასალა:
მომზადება:
ფქვილი და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში. დავასხათ წყალი და როცა ყველაფერი კარგად გაიხსნება, შევდგათ დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დროს ნელა ვურიოთ. წამოვადუღოთ, გავაციოთ და ავთქვიფოთ მარგარინთან ერთად.
წავუსვათ ფირფიტებს, დავადოთ ერთმანეთზე,ზემოდანაც კრემის თხელი ფენა გადავუსვათ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
შოკოლადის კექსი კარამელით |
მე რომ ვაკეთებ ფირფიტები ჰაეროვანი არ გამომდის დატინულია მოხარშულს გავს და რისი ბრალია?
ცომის გაკეთების დროს ცოტა ლიმონჟავა დაუმატეთ, ნახევარი ს.კ
დიდი მადლობა ხატია.გაიხარე