მომზადება:
კარგად აურიეთ 1 ჭიქა ჯემი 1 ჭიქა წყალი, 1.5 ჭიქა გატარებული ნიგოზი, 250 გრ შაქრის ფხვნილი, 1 ჩ.კ სოდა
ძმრით, 1 ჩ.კ დარიჩინი, 4 ც დანაყილი მიხაკი, ფქვილი თვალის ზომით, რომ მიიღოთ საშუალო სისქის ბისკვიტი.
ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, გამოაცხვეთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.
რომ გაცივდება, გაჭერით შუაზე და წაუსვით კრემი და ჯემი.
კრემი:
1 ლიტრ წყალში გახსენით 5 ს.კ სოიოს რძის ფხვნილი. რომ აუღდება დაუმატეთ 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი.
გააგრილეთ და შეურიეთ ხუთი ს.კ პურის ფხვნილი. შუშეთ 15 წთ. რომ გაცივდება შეურიეთ 250 გრ
ამოყვანილი სამარხვო მარგარინი და ვანილი.
გოგრის მაფინები შვრიით |
სოიოს რძის ფხვნილის მაგივრად სხვა რამე შეიძლება?
წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ