რულეტი ქოქოსით

შემადგენლობა:

მომზადება:

საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და თანდათან დაუმატეთ 50 გ შაქარი. დარჩენილი შაქარი შეურიეთ კვერცხის გულს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი, ათქვეფილი ცილა და ფრთხილად მოურიეთ. მიღებული ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 12-15 წთ.ბისკვიტი გადმოაბრუნეთ დანამულ, შაქარმოყრილ ჩაის ტილოზე, ფრთხილად მოაცილეთ პერგამენტი, ტილოს დახმარებით გადაახვიეთ და გააგრილეთ.თეთრი შოკოლადი დატეხეთ. 100 გ ნაღები შაათბეთ და შიგ შოკოლადი გახსენით. დარჩენილი ნაღები ლიმონჟავასთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე.შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, შაქრის პუდრა, ნაღებში გახსნილი შოკოლადი და მიღებული მასა ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს.რულეტი გაშალეთ, წაუსვით კრემის 2/3 და კვლავ გადაახვიეთ, ზემოდან წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 სთ.

 

 

 

რულეტი ქოქოსით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის მუსი ყავით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი