უგემრიელესი რულეტი წითელი მოცვით..!
მომზადება:
6 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გული ათქვიფეთ 100 გ შაქართან ერთად. თანდათან შეურიეთ 100 გ წიწიბურის ფქვილი და ათქვეფილი ცილა. ცომი თანაბრად გაანაწილეთ პერგმენტიან საცხობ ფირფიტაზე. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და აცხვეთ 12-15 წთ. 400 გ ნაღები 1 მწიკვ ლიმონჟავასთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ 3 ს,კ წითელი მოცვის ხილფაფა და 1ს.კ შაქრის პუდრა. გაციებულ ბისკვიტს წასუვით მოცვიანი ნაღების კრემი და გადაახვიეთ. რულეტი შედგით მაცივარში მინიმუმ 1 სთ.
ბერძნული პონჩიკი |
კარგია