მასალა:
ფხვიერი ცომი:
ჟოლოს კრემი:
ჟოლოს კრემი:
მალინა და შაქარი დავყაროთ ტაფაზე და დავდგათ გაზქურაზე. კარტოფილის სახამებელი გავხსნათ ნახევარ ჭიქა წყალში. კარგად ვურიოთ ჟოლოს სანამ შაქარი სრულად არ გადნება წვენში. დავამატოთ სახამებელი და განვაგრძოთ მორევა. ჟელატინის ფირფიტები დავალბოთ წყალში. როგორც კი ჟოლოს კრემი წამოდუღდება გამოვრთოთ ქურა და დავამატოთ ჟელატინის ფირფიტები. კარგად ავურიოთ.
ვანილის კრემი:
ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე შიგთავსი შევინახოთ, ქერქი კი რძესთან ერთად წამოვადუღოთ და გამოვრთოთ ქურა. მიქსერის ჯამში მოვთავსოთ კვერცხის გულები, შაქარი, ვანილის ჩხირიდან გამოფხეკილი მასა და სახამებელი. ავთქვიოთ კარგად და ნელ ნელა დავუმატოთ ცხელი რძე. ერთიანი მასის მიღების შემდეგ დავაბრუნოთ ქვაბში და მუდმივად ვურიოთ დაბალ ცეცხლზე. მასა გასქელდება და როგორც კი ადუღდება გამოვრთოთ. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე, ავთქვიფოთ მიქსერით და დავუმატოთ კარაქი (კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის) და კონიაკი.
ცომი გამოვიღოთ საყინულიდან და სანამ ცივია სწრაფად გავაბრტყელოთ ტარტის ფორმის შესაბამისად. დავხვრიტოთ ჩანგლით და მოვათავსოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე სანამ ცომი არ გახდება მუქი ოქროსფერი. ტარტი გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ტარტის ფორმა ნახევარზე შევავსოთ ჟოლოს კრემით, შემდეგ ფენად წავუსვათ ვანილის კრემი ისე რომ ტარტი ბოლომდე შეივსოს. ზემოდან კი დავაწყოთ ჟოლო.
კრემიანი მილაკები |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი