ჟოლოს სამკუთხედები

ჟოლოს სამკუთხედები

მოამზადეთ ძალიან გემრიელი ჟოლოს ნამცხვარი!

ინგრედიენტები:

გაყინული ფენოვანი ცომი – 270 გ.

შაქარი – 4 ს.კ.

ჟოლო – 250 გ.

ნაზი ხაჭოსებრი ყველი  – 100 გ.

პერგამენტი

 

მომზადების წესი:

გაალღვეთ გაყინული ფენოვანი ცომი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ , დაჭერით სამკუთხედებად  და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. მოაყარეთ ცოტა შაქარი და დადეთ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ 15 წთ. ერთმანეთს შეურიეთ დაახლოებით 100გ ჟოლი, ხაჭოსებრი ყველი, დარჩენილი შაქარი და ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. გამომცხვარი სამკუთხედები გაჭერით სიგანეზე, დარჩენილი ჟოლო გაანაწილეთ ქვედა ფენებზე, წაუსვით კრემი და დაადეთ სამკუთხედების ზედა ნაწილები.

 

შეაფასეთ გვერდი







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი