პერიოდული განტვირთვა

მიზანი: 

წონის დაკლება, დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკის დაქვეითება.

მიდგომა:

განტვირთვის დღეების იდეა თავისთავად არ არის ახალი. მაგრამ ბოლო დრო ყველაზე მოდური გახდა

განმტვირთავი დიეტების უფრო მსუბუქი ვარიანტები-8-24 საათიანი განტვირთვა.ყველაზე პოპულარული

ვარიანტი, მათ შორის ცნობილ ადამიანებს შორისაც, არის დიეტა ” 5:2”,რომელიც ინგლისელმა ექიმმა და

სამეცნიერო ჟურნალისტმა მაიკლ მოსლიმ მოიფიქრა და კვრის განმავლობაში 2-დღიან განტვირთვას

გულისხობს, მაგრამ თუ დიდად არ მოგწონთ ეს მიდგომა, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მაგალითად,

ალტერნატიული განტვირთვა ( ჩვეულებრივი დღე განმტვირთავ დღეს ენაცვლება), სისტემა

”ჭამე. გაჩერდი.ჭამე” ( კვირაში 24 საათი საკვების კარეშე), დიეტა ” 8 საათი” და სხვა.

ძირითადი პრინციპი:

განმტვირთავი დიეტების შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ევოლუციურად ჩვენი ორგანიზმი პერიიოდული

შიმშილობისთვის არის ”განწირული”( ისტორიულადაც ხომ დიდ ნადიმებს შიმშილობა ენაცვლებოდა,

რადგან საკვები ძნელად მოიპოვებოდა), ხოლო პროდუქტების სიჭარბე და  ადვილი მისაწვდომობა იწვევს

ცხიმების დაგროვებას და დაავადებების განვითარებას. გასაღები წონის მარტივად დაკლებისკენ და ყველა

დიეტის აუცილებელი პირობაა რეგულარული განტვირთვა, რომლების დიეტის მიხედვით რამდენიმე

საათიდან დღეებამდე გრძელდება.

შეიძლება:

ხორცი,თევზი,ფრინველი,თევზეული, ბოსტნეული და ხილი, კვერცხი და სხვა დაბალნახშირწყლოვანი

პროდუქტები. ყველა ეს პროდუქტი შეუზღუდავია. იკვებეთ ჩვეულებრისამებრ, მაგრამ ეცადეთ,

განტვირთვის კომპესირება მოახდინოთ, აქცენტი გააკეთეთ ცხიმიან და კალორიულ საკვებზე.

”შიმშილობის” პერიოდში მოგიწევთ საკვებზე უარის თქმა ან მოკრძალებული წახემსების შეზღუდვა.

პლუსები:

კვების მოქნილი სისტემა, არ არის საჭიტო რაციონის ცვლა, კალორიების გამუდმებული თვლა და იმაზე

ფიქრი,თუ რამდენს მიირთმევთ. დროებითი, ოღონდაც არა მუდმივი შეზღუდვების იდეა ფსიქოლოგიურად

ძალიან კომფორტულია. წონა თანდათანობით უკარგება და, რაც მთავარია,უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

მინუსები:

დიეტოლოგ ემა დერბიშირის სიტყვებით, ასეთი მიდგომა ვერასდროს შეცვლის ჯანსაღ ბალანსირებულ კვებას

და ფიზიკურ დატვირთვებს. აქედან გამომდინარე, ამ დიეტიდან, სამწუხაროდ მხოლოდ ხანმოკლე

სარგებელს გამოიტანთ, კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონეთათვის წონის კლების ეს მეთოდი უკუნაჩვენებია.

წესად აქციეთ:

თუ უარს იტყვით ხშირ წახემსებაზე ან მათ თუნდაც მაქსიმალურად სასარგებლოდ აქცევთ, შეიძლება

მნიშვნელოვნად შემცირდეს დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა.

პერიოდული განტვირთვა

4 (80%) 11 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი