შემადგენლობა:
მომზადება:
ჭიქანახევარი წყალი ცეცხლზე დავდგათ. კარაქი დავუმატოთ და როცა ადუღდება, შიგ ფქვილი ჩავყაროთ, თან სულ ვურიოთ. ორი წუთი დუღილის შემდეგ გამოვრთოთ. როგორც კი ცომი შეგრილდება, თანდათან კვერცხები ჩავახალოთ. მოხარშული ცომი გავანაწილოთ, მოგრძო თითების ზომა მივცეთ ( შეიძლება კრემის შპრიცი გამოვიყენოთ). ცხიმწასმულ ტაფაზე დავდოთ და ღუმელში გამოსაცხობად შევდგათ.
კრემისთვის გაციებული არაჟანი ავიღოთ და შაქრის ფხვნილითან ერთად კარგად ვთქვიფოთ. გამომცხვარი ” ქალის თითები” კრემში ამოვავლოთ და თეფშზე დავაწყოთ. ზემოდან კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი მოვაყაროთ.
მაჯუნი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი