მომზადება:
ამოიყვანეთ გათეთრებამდე 200 გრ კარაქი, 2 ჭიქა შაქართან ერთად, სათითაოდ ჩაახალეთ 6 ც კვერცხი,
ათქვიფეთ კარგად. დაუმატეთ 1 ჭიქა მაწონი, 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი, 1/2 ჭიქა ქიშმიში, 3 ს.კ თაფლი,
1 ჩ.კ სოდა ძმროთ და იმდენი პურის ფქვილი, რომ ჩვეულებრივ ტორტზე სქელი გამოვიდეს.
ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ პერგამენტი ქაღალდი, ჩაასხით მომზადებული მასა, გამოაცხვეთ ღუმელში
საშუალო ცეცხლზე 30 წუთი. როცა გამოცხვება ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
მინანქარი:
10 ს.კ შაქრის ფხვნილი, 3 ს.კ კაკაო, 3 ს,კ რძე, კარაქი, აურეით კარგად და წამოადუღეთ.
კექსი ატმით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი