შემადგენლობა:
მომზადება:
3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ გამდნარი
თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა, ძმარში გახსნილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ჯამით
ავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10
წუთი. ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად დავზილოთ და
გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე. წავუსვათ კრემი ყველა
ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი
ნაპირები.
კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, შევაზილოთ 1 ქილა შედედებული რძე
და ვანილი.
ტორტი ლიმონით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი