ნამცხვარი ”ზებრა”

შემადგენლობა:

მომზადება:

ხუთი მთლიანი კვერცხისა და ორი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ ( ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის).

ცომი გავყოთ შუაზე. ერთ ნახევარს შევაზილოთ 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი. ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ცომი,ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და  ასე გავაგრძელოთ,სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი( ”გლაზური”), რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: 1ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ სამი ს.კ კაკაოს ფხვნილი, 4ს.კ რძე ან წყალი და დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრ კარაქი წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს.

ნამცხვარი ”ზებრა”

4.3 (86.67%) 15 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის კექსი ნუშით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი