ნამცხვარი არაჟნის კრემით

შემადგენლობა:

მომზადება:

2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავასხათ 3 ს.კ თაფლი, 100 გრ გამდნარი კარაქი, სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი. ეს ნარევი ჩავდოთ ადუღებულ წყალში და გავაცხელოთ დაახლოებით 60 გრადუსამდე. გადმოვდგათ და შევაზილოთ 3.5 ჩ.ჭ ფქვილი. ცომი  გავყოთ ოთხ ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე, როცა განელდება, ფენებს შორის წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

1 ქილა (200 გრამი)  არაჟანი გავთქვიფოთ, თანდათან შევათქვფიოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, სანამ ჰაეროვან მასას არ მივიღებთ. კრემი შევდგათ მაცივარში 2-3 საათით და მერე წავუსვათ. ნამცხვარი შეიძლება მოვრთოთ ამავე კრემით, ან გავაფორმოთ შოკოლადის მინანქრით.

ნამცხვარი არაჟნის კრემით

4.1 (82.22%) 9 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი '' ნიგოზი''





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი