შემადგენლობა:
მომზადება:
მსხალი გათალეთ, გაჭერით ოთხად, ამოჭერით გული და ჩააწყვეთ ჯამში. ლიმონის კანი გახეხეთ , წვენი გამოწურეთ და მოასხით მსხალს,დაუმატეთ არაყი, დააფარეთ და დადგით 1სთ. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.ფქვილით, მარგარინით, 80 გ შაქარით, 1 მწიკვი მარილითა და კვერცხით მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე. ჩამოაჭერით რამდენიმე ზოლი მოსართავად. დარჩენილი ცომი მოათავსეთ ფორმაში , გაუკეთეთ 2სმ სიმაღლის კიდეები და აცხვეთ 175 გრადუსზე 15 წთ.მსხლის ნაჭრები დასაწურად დააწყვეთ საწურზე და გადაიტანეთ ნახევრადგამომცხვარ ფენაზე. არყიან მასას შეურიეთ 1/8 ლ წყალი ან მსხლის წვენი, სახამებელი, დარჩენილი შაქარი და მოასხით მსხლიან ფენას.ზემოდან ბადისებურად დაალაგეთ ცომის ზოლები და აცხვეთ 30 წთ. აუწიეთ ღუმელს 225 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 15წთ. გამოიღეთ ღუმლიდან, გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. სუფრასთან მიიტანეთ ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
კრემი მაწვით და არაჟნით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი