მსხლები ფენოვან ცომში

შემადგენლობა:

მომზადება:

გაყინული ცომი გაალღვეთ. მსხლები გათალეთ, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გული და მარაოსებურად დასერეთ.შეათბეთ ვაშლის ჟელე,მსხლის ნაჭრები 2 წთ შიგ ჩააწყვეთ, შემდეგ ამოიღეთ და დადეთ საწურზე. გაადნეთ კარაქი. ფენოვანი ცომი 1 სმ სისქეზე გაააბრტყელეთ და წაუსვით გამდნარი კარაქის ნახევარი. მოაყარეთ 1 ჩ.კ შაქარი. ცომი გადაკეცეთ და გააბრტყელეთ კვლავ 1 სმ სისქეზე.გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.ფენოვანი ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად და დადეთ საცხობ ფირფიტაზე. თითოეულს წაუსვით  დარჩენილი ვაშლის ჟელე და დადეთ დასერილი მსხლის ნაჭრები. ცომის კიდეები ოდნავ აამაღლეთ და მსხალს ფრთხილად შემოაკარით. გვერდებზე წაუსვით კვერცხის გული. მსხლის ნაჭრებს გადაუსვით დარჩენილი კარაქი და მოაყარეთ 1ჩ.კ შაქარი.აცხვეთ 15 წთ. გადმოიღეთ და სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ღვეზელი შავი მოცხარით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი