მოცვის კექსი

მოცვის კექსი

გემრიელი და მარტივი მოცვის კექსები!

ინგრედიენტები:

ფქვილი – 175 გ.

ცომის საფხვიერებელი – 2 ჩ.კ.

შაქარი – 80 გ.

მარილი

შაქრიანი ვანილი – 1 პაკეტი

ლიმონის ცედრა – 1 ც.

კვერცხი – 2 ც.

კარაქი – 50 გ.

რძე – 175 მ.გ.

მოცვი – 150 გ.

შაქრის პუდრა

ცხიმი ან ქაღალდის პატარა ფორმები

 

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. კექსების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგნით ქაღალდის ფორმები ჩასვით. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, შაქარი, მარილი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა და მოურიეთ. სხვა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძე. დაუმატეთ ფქვილიანი მასა და მოცვი. ჩაასხით ცომი ფორმებში. შედგით ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25 წთ, სანამ ნამცხვარი ოქროსფერი არ გახდება. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ალუბლის ღვეზელი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. bondo says:

    dzalian magari da gemrilelia

დატოვეთ კომენტარი