მანდარინის მურაბა

შემადგენლობა:

მომზადება:

მანდარინი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, მოვაცალოთ თუ ზედ დარჩენილი აქვს პატარა ყუნწები. დავჩხვლიტოთ ჩანგლით გარშემო (ან კბილის ჩხირით), ჩავყაროთ ცოტა ხნით მდუღარე წყალში, რომ მოითუთქოს და ცოტა სიმწარე გაუვიდეს. შემდეგ ამოვიღოთ და საწურზე დავტოვოთ, კარგად რომ დაიწუროს. ამასობაში მოვადუღოთ 1კგ. შაქრისა და 1 ჭიქა წყლისგან სიროფი, ჩავყაროთ შიგ მანდარინები და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი. შემდეგ გამოვრთოთ, ვაცადოთ შეგრილება. იგივე გავაკეთოთ კიდევ 2-3-ჯერ, რომ წვენი შესქელდეს. ბოლოს ჩავაწუროთ 1 ლიმონის წვენი და ჩავყაროთ ვანილი. გაციებული მურაბა ჩავასხათ ქილებში.

 

 

 

მანდარინის მურაბა

4.5 (90%) 12 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თეთრი ბლის მურაბა





ამ რეცეპტს აქვს 13 კომენტარი

  1. სახელი*ელენე says:

    ეს გაუკეტებია ვინმეს?და გემრიელი თუა. არც გამიგია მსგავსი მურაბა ჭამაზე ლაპარაკი ზედმეტია 😀

  2. მაკა says:

    ზუსტად ამ რეცეპტით გავაკეთე წელს და ძალიან კარგი გამოვიდა, გირჩევთ ყველას.

  3. სახელი*მარი says:

    ეხლა ვაკეთებ და ძალიან მაინტერესებს როგორი გამომივა

  4. სოფი says:

    კანიანად რა პონტია?

  5. ნინი says:

    ცივი რატომ უნდა ჩაისხას?? საერთოდ ცხელი არ ისხმევა მურაბები და სხვა კონსერვები????

  6. ნინი says:

    გავაკეთებ აუცილებლად

  7. ლიკა says:

    კანი არ უნდ გვაცალოთ???

  8. სახელი*დალი says:

    მანდარინის მურაბა ადრე მაღაზიაში შეძენილი გამისინჯავს, ქარხნული წესით დამზადებული და გემრიელია კანიანად იყო გაკეთებული და ასე მახსოვს სიბრტყზე იყო მრგვალად დაჭრილი.

დატოვეთ კომენტარი