ლავაშის ხვეულა ძეხვით

შემადგენლობა:

მომზადება:

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები-ძეხვი, კიტრი, პომიდორი, ყველი, მწვანე ხახვი, მწვანილი და სალათის ფოთლები. პომიდორი დამდუღრეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გააცალეთ კანი. გაჭერით შუაზე, გამოავცალეთ თესლი და დაჭერით თანაბარი ზომის კუბებად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. კიტრი გათალეთ და დაჭერით პატარა ოთკუთხედ ნაჭრებად. ქინძი, ოხრახუში და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. დაჭრილი ბოსტნეული და მწვანილი კარგად აურიეთ.

მოხარშულ-შებოლილი ძეხვი ” სერველატი” და მოხარშული ძეხვი ”საექიმო” დაჭერით პატარა, ოთკუთხედ ნაჭრებად. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. კულინარიულ პარკზე გაშალეთ ლავაში, თხელ ფენად წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაადეთ ლავაშის მეორე ფენა. მეორე ფენას წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ დაჭრილი ”საექიმო” და ”სერველატი”. დაადეთ ლავაშის მესამე ფენა, წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული. ლავაშის ფენები მჭიდროდ გადაახვიეთ ისე, რომ მიიღოთ რულეტის მსგავსი ფორმა. ხვეულას მჭიდროს შემოახვიეთ კულინარიული პარკი და შედგით მაცივარში. ხვეულა დაჭრის დროს რომ არ დაიშალოს, სასურველია, დაჭრისას კულინარიული პარკი არ მოაცილოთ. ხვეულა დაჭრით 2-3 სმ სიგანის ნაჭრებად.

ლავაშის ხვეულა ძეხვით

2 (40%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ხაბიზგინა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი