კომშის დესერტი

შემადგენლობა:

კრემი:

მომზადება:

პატარა ზომის კომშები შუაზე გავჭრათ და გულები გამოვაცალოთ. ქვაბში ჩავყაროთ, ცოტა წყალი დავასხათ ისე, რომ დაფაროს და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ, რომ არ დაიშალოს. როცა კომშები კარგად დარბილდება, ქვაბიდან ამოვიღებთ. მოვამზადებთ შიგთავსს ასე: გატარებულ ნიგოზს, ქიშმიშსა და შაქრის ფხვნილს ერთმანეთში ავურევთ. ასევე ვანილსა და დარიჩინსაც შევურევთ. ამ მასას კი კომშებში გადავანაწილებთ. რაც დარჩება,  იმასაც გარშემო გადავუსვამთ. შემდეგ ტაფაზე დავაწყობთ და ცოტა წყალს გადავასხამთ ( იმ წყალს რომელშიც კომში მოიხარშა). შეგვიძლია ჩვეულებრივ ტაფაზეც შევწვათ. პარალელურად გავამზადოთ კრემი: კვერცხი, შაქარი და რძე შევურიოთ და ჩვეულებრივი მოხარშული კრემი გავაკეთოთ. როცა გაცივდება, კარაქი და ვანილი შევურიოთ  და კრემი ამოვიყვანოთ. მერე ორ ნაწილად გავყოთ. ერთ ნაწილს კაკაო შევურიოთ, მეორეს კი ლიმონის ცედრა. შემწვარი კომშები დიდ ლანგარზე დავაწყოთ. ჯერ თეთრი კრემით გავაფორმოთ, მერე კი- შავი კრემით.

კომშის დესერტი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჟოლოს მუსი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი