შემადგენლობა:
- 200გრ. კომბოსტო
- 200გრ. ლორი
- 380გრ. მწვანე ბარდა
- 200გრ. კარტოფილი
- 2ც. ხახვი
- მცენარეული ზეთი
- წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და ლორი, მწვანე ბარდა, ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი