შემადგენლობა:
მომზადება:
კომბოსტოს მოზრდილი ფოთლები მოთუთქეთ მარილიან წყალში. მდუღარე წყალში ფოთლები უნდა გააჩეროთ მცირე ხნით, რომ არ ჩაიხარშოს. ამოიღეთ და მოათავსეთ საწურზე.ცივ ფოთლებს აათალეთ სქელი ძარღვები. ცივ წყალში ჩააწყვეთ სტაფილო, დადგით მაღალ ცეცხლზე, ადუღეთ 5-7 წუთი.ამოიღეთ,გაფცქვენით.
ნიგოზს დაამატეთ სანელებლები,დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, მარილი,წითელი წიწაკა, 1-2 ს.კ მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი მასა. დაფაზე დააფინეთ კომბოსტოს ფოთოლი და წაუსვით ნიგვზის გულსართი,ზევიდან დააფინეთ დარჩენილი ორი ფოთოლიც და თითოეულს წაუსვით გულსართი. ზემოდან დაალაგეთ სტაფილო ისე, რომ კომბოსტოს ფურცელს მთელ სიგრძეზე გასწვდეს, გადაახვიეთ კომბოსტო სტაფილოს მჭიდროდ. დაჭერით სუფრაზე მიტნის წინ.
კომბოსტოს სალათი ყველით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი