ეს დიეტა 10 დღეში 10 კილოგრამის კლებას გლისხმობს. კომბოსტოს დიეტა არ არის ყველაზე სწრაფმომქმედი,
მაგრამ მაღალეფექტურია-პირველ რიგში დიეტის საფუძვლად ქცეულია კომბოსტოს დაბალკალორიულობა. თანაც,
მიუხედავად დაბალკარლორიულობისა, კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებს
და მცენარეულ ბოჭკოებს. ( რომლებიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას ახდენენ).
საუზმე: მწვანე ჩაი ან ყავა ( უშაქრო), არაგაზირებული და არამინერალიზებული წყალი.
სადილი: უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა ზეთით ( უპირატესობა მიანიჭეთ ზეითუნის ზეთს).
მოხარშული საქონლის ხორცი, ან ქათმის ხორცი ან ნაკლებცხიმიანი თევზი – 200 გრამამდე.
ვახშამი: უმი კომბოსტოს სალათა, ერთი კვერცხი, ერთი ვაშლი ან ნებისმიერი სხვა ხილი. ( ბანანის გარდა).
დაძინებამდე არა უგვიანეს ორი საათით ადრე-ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი. კომბოსტოს სალათა ნებისმიერ
მომენტში შეიძლება შეიცვალოს კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვნიანით ( შეიძლება რიგრიგობით)-
მირთმეული წვნიანის რაოდენობა ასევე არ არის შეზღუდული.
დამატებითი შეზღუდვა: მთელი 10 დღის განმავლობაში საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის
დამატება. ალკოჰოლი აკრძალულია ნებისმიერი სახით. არავითარი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო
ნაწარმი.
ამ დროის განმავლობაში ყველა რეკომენდაციის დაცვისას გარანტირებულია 6-დან 10 კილოგრამამდე
დაკლება. ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.
დიეტის გამეორება შეიძლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ.
პომიდვრის დიეტა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი