კოლრაბი ხორცის შიგთავსით

კოლრაბი ხორცის შიგთავსით

უგემრიელესი კერძი, რომელიც დაამშვენებს თქვენს სუფრას!

ინგრედიენტები:

კომბოსტო კოლრაბი – 2 ც.

ხორცის ფარში – 300 გ.

კვერცხი – 1 ც.

ზეთი რამდენიც დასჭირდება

ფქვილი – 2 ჩ.კ.

რძე – 1/2  ჩ.ჭ.

ბოსტნეულის ნახარში – 1 ჩ.ჭ.

ნაღები – 1 ს.კ.

ჯავზი – 1/2 ჩ.კ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

კოლრაბი გაასუფთავეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული ისე, რომ დარჩეს 0,7სმ სისქის კედლები. კოლრაბი მოხარშეთ მარილწყალში და გააგრილეთ. ფარშს შეურიეთ კვერცხი, მარილი და სანელებლები. კოლრაბი ამოავსეთ ფარშით და დააწყვეთ ცხიმწასმულ ღრმა ფირფიტაზე, დაასხით კოლრაბის ნახარში და შუშეთ 180 გრადუსზე 20 წთ.  სოუსისთვის ფქვილი მოხალეთ, გააგრილეთ და შეურიეთ ცხელ რძეს, დაუმატეთ ბოსტნეულის ნახარში, სანელებლები და ადუღეთ 5-7 წთ. გაწურეთ, შეურიეთ ნაღები და გააცხელეთ. კოლრაბს დაასხით რძიანი სოუსი და შუშეთ კიდევ 10 წთ. გადმოიღეთ ლანგარზე, მოასხით შუშვის დროს დარჩენილი წვენი და მოაყარეთ მწვანილი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

პომიდვრის სუპი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი