შემადგენლობა:
მომზადება:
ნიგოზი მოვხალოთ ტაფაზე და დავფქვათ. 5 კვერცხის გული ავთქვიფოთ 50 გრამ შაქართან ერთად.
ფქვილს მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი, დაფქვილი ნიგოზი და ნელ-ნელა ჩავამატოთ ათქვეფილ
კვერცხში. ცომს მოვასხათ გამდნარი და გაციებული კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა,
ფრთხილად დავამატოთ ცომში. კექსის ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ ცომი და შევდგათ
200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წთ. ფორმას დავაფინოთ ფოლგა, გამოვაცხოთ კექსი
კიდევ 10 წთ და გამზადებულ ნამცხვარს მოვასხათ კარამელის მინანქარი.
ხაჭოს ნამცხვარი |