კექსი

შემადგენლობა:
1 ჩ.ჭ მაწონი
5 ც კვერცხი
250 გრ შაქარი
1 ჩ.ჭ ნიგოზი
3 ს.კ პურის ფქვილი
ფორთოხლის ან მანდარინის კანი -1 ჩ.კ
ზეთი ან მარგარინი 20 გრ

მომზადება:

5 კვერცხი და 250 გრ შაქარი ავთქვიფოთ მავთულის სათქვეფელით. 10 წუთის შემდეგ ჩავასხათ შიგ 1 ჩ.ჭ ალესილი მაწონი, 1 ჩ.ჭ დანაყილი ნიგოზი, 3 ს.კ თეთრი პურის ფქვილი და 1 ს.კ წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ან მანდარინის კანი. თუ ეს უკანასკნელი გამხმარია, ის უნდა დავნაყოთ და ისე ჩავყაროთ. ” ჩუდოს” ჩავუსვათ ზეთი ან მარგარინი, მოვაყაროთ დანაყილი ორცხობილა, ჩავასხათ შიგ ეს თხელი ფაფისებრი ცომი და გამოვაცხოთ. გამომცხვარ კექსს მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

კექსი

3 (60%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თაფლის ნამცხვარი ნუშით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი