კარტოფილის სალათა

კატროფილის სალათა

მოამზადეთ ჩვენთან ერთად კარტოფილის სალათა და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები:

ხახვი – 1 თავი

3%-იანი ძმარი – 2 ს.კ.

მოხარშული კარტოფილი – 3 ც.

შებოლილი ძეხვი – 100 გ.

კიტრის მწნილი – 100 გ.

მწვანე ხახვი – 10 გ.

დაკონსერვებული სატაცური – 100 გ.

მაიონეზი – 6 ს.კ.

მიხაკი და პილპილი გემოვნებით

დაფნის ფოთოლი – 1 ც.

მომზადების წესი:

ხახვი დაჭერით რგოლებად, მოასხით ძმარი, შეურიეთ პილპილის მარცვლები, მიხაკი და დაფნის ფოთოლი, გააცხელეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ. სწრაფად გადმოდგით და გააგრილეთ. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, ძეხვი და კიტრი გრძლად, მწვანე ხახვი რგოლებად, შეურიეთ სატაცური და ძმრიანი ხახვი. მოაყარეთ პილპილი და მოასხით მაიონეზი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის სალათი





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. ხათუნა დვალიშვილი says:

    ძალიან მიყვარს ეს სალათი.სახლში ვამზადებ ხოლმე.

  2. ხათუნა დვალიშვილი says:

    სხვათა შორის მე ამ სალათს მაიონეზის გარეშე ვაკეთებ,რადგან მაიონეზი მაღალ კალორიულია.ამიტომ მე მარტო ქათმის ნახარშ ბულიონს ვუმატებ მდოგვს,შავპიმპილს,ძმარს და სხვა სანელებლებს.

  3. გაკეთება მინდა მაგრამ... says:

    სატაცური რა ჯანდაბაა ვინმემ დაწერეთ რა
    დაკონსერვებული სატაცური – 100 გ. WTF???

დატოვეთ კომენტარი